Sunday, December 7, 2008

პროექტის სახელი: რელიქვია
პროექტის მოკლე აღწერა:საქართველოს მუზეუმებში დაცულ რელიქვიებზე ინფორმაციის მოძიება, ცნობების მოპოვება, მათი ასაკის,აღმოჩენის ისტორიის შესწავლა.
პროექტის სრული აღწერა: საქართველოს მუზეუმებში დაცულია რელიქვიები, რომელთა შესახებ მოსწავლეებს არ აქვთ ცოდნა. ესაა საქართველოს მეფეებისა თუ მთავრების ნივთები, ჩვენი წინაპრების ნაქონი ჭურჭელი თუ სამკაული, ცნობილი ადამიანების საოჯახო ნივთები. მოსწავლეები სხვადასხვა საშუალებებით, ეს იქნება ინტერნეტი თუ ლიტერეტურული წყაროები, მოიძიებენ ინფორმაციას რელიქვიების შესახებ, ეს მათ გაუღრმავებს ცოდნას მსოფლიო ისტორიასა და კულტურაში,გეოგრაფიაში, ხელოვნებაში და ა. შ. შესაძლებელია მასალები იქნეს მოძიებული მსოფლიო ისტორიის საგანძურიდან.მოხდეს პროექტის ინტერპრეტაცია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში დაცულ რელიქვიებზე.
მონაწილეთა ასაკი/ კლასები: 12-17 წელი;
ვადები/ხანგრძლივობა: 4 თვე
პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მასალის მოძიება სხვადასხვა ლიტერატურული წყაროებიდან, ინტერნეტიდან. მათი ანალიზი, მიღებული ცოდნის და შთაბეჭდილებების საფუძველზე ჩანახატების შესრულება, პრეზენტაციების შექმნა და ჩვენება, ბავშვთა ნამუშევრების გამოფენის მოწყობა.
მოსალოდნელი შედეგები/ პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას : ჩანახატები, ალბომი, პრეზენტაცია, ბლოგი;
სარგებელი სხვებისათვის: მოსწავლეები გაეცნობიან თავისი ქვეყნის სხვადასხვა ისტორიულ ეპოქას, შეისწავლიან კულტურას,ამა თუ იმ კუთხის ტრადიციებს, იმ პერიოდში მოღვაწე ცნობილ ადამიანთა ცხოვრებას.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:საგნები, რომლების შიძლება ჩართული იყვნენ ამ პროექტში:
ქართული-ლიტერეტურული ნაწარმოებების მოძიება, სადაც საუბარია პროექტში აღწერილ რელიქვიებზე,
ხელოვნება-შექმნილი შთაბეჭდილებების გადმოცემა ჩანახატებით,რელიქვიებზე შექმნილი ხელოვნების ნიმუშების მოძიება,
ისტორია-რელიქვიის დროინდელი ეპოქის აღწერა,
უცხო ენა-მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმებში დაცული რელიქვიების ისტორიის სხვადასხვა ენიდან თარგმნა.
გეოგრაფია-გარემოს გეოგრაფიული აღწერა, სადაც აღმოჩენილი იქნა რელიქვია.
საინფორმაციო ტექნოლოგიები: პრეზენტაციების, ბლოგების შექმნა, ინტერნეტში ინფორმაციის განთავსება.
საბუნებიმეტყველო მეცნიერებები: რელიქვიების ქიმიური შედგენილობა (მაგ.სამკაულები, ჭურჭელი), ფიზიკური გარემო,რომლებმაც ხელი შეუწყო რელიქვიების ჩვენამდე მოღწევას.
მათემატიკა: გეომეტრიული ფორმის და ზომების აღწერა,რომელიც მნიშვნელოვანი და არსებითი იყო რელიქვიისათვის.
მონაწილეები სხვა სკოლიდან:
პროექტის ფასილიტატორები: ნატო აფციაური, მაია არჩუაძე
პროექტის ფასილიტატორის ელ. ფოსტა: maianino@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ-გვერდი:www.reliqvia-35.blogspot.com